პოლონეთი აპირებს ერაყიდან ჯარების გაყვანას წლევანდელი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
ამ შინაარსის განცხადება თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა გააკეთა დღევანდელ რადიო-ინტერვიუში. პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამომრჩეველს შარშან შემოდგომაზე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაჰპიდა ერაყიდან ჯარისკაცების მალე გაყვანას. ამის შემდეგ 900-კაციან კონტინგენტს მანდატი გაუგრძელეს წლევანდელ ოქტომბრამდე. 2003 წლიდან მოყოლებული, ერაყში 22 პოლონელი ჯარისკაცია დაღუპული.