Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე


ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს თქვა,

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს თქვა,
რომ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს თავის, როგორც შუამავლის როლს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში. სხეფერმა ეს განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის თავზე რუსეთის გამანადგურებელების ფრენასთან დაკავშირებით. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს გააკეთა თბილისსა და ცხინვალს შორის შეტაკების თავიდან ასაცილებლად. საქართველო რუსეთის მოქმედებას აგრესიად აფასებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, როგორც ამას გაეროს უშიშროების საბჭო ითხოვს. რუსეთის ქმედება სამხრეთ ოსეთში გუშინ დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.
XS
SM
MD
LG