თბილისში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დღეს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს. აქტივისტების განცხადებით, მსგავსი აქციების განმეორებას ყოველდღიურად, ორი საათით აპირებენ. ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს მოვლენების არაობიექტურად გაშუქებასა და სახელისუფლო პროპაგანდაში ადანაშაულებს. თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებისთვის ოპოზიციის პრეტენზიები მიუღებელია, რადგან, მათი განცხადებით, პირველი არხი ყველა მოვლენას კომენტარის გარეშე აშუქებს.
ყველაზე პოპულარული
1