Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის მოსახლეობა 1 მილიარდ 340 მილიონ ადამიანს შეადგენს


ჩინეთის მოსახლეობა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 75 მილიონი ადამიანით გაიზარდა და ამ დროისათვის 1 მილიარდ 340 მილიონ ადამიანს შეადგენს. ასეთია წინასწარი მონაცემები ქვეყანაში ჩატარებული აღწერის შემდეგ. ჩინეთი კვლავ რჩება ყველაზე დიდ დასახლებულ ქვეყნად მსოფლიოში. თუმცა, მოსახლეობის ზრდის პროცესი მცირდება ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, რომელიც შობადობის შემცირებას გულისხმობს. აღრიცხვის შედეგად, გაირკვა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში შემცირდა ბავშვების რაოდენობა, თუმცა გაზრდილია 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანების რიცხვი.
XS
SM
MD
LG