Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან იუწყებიან მორიგი შეტაკებების შესახებ


გავრცელებული ცნობებით, შაბათს ისევ მოხდა შეტაკებები სამხრეთ სირიის ქალაქ დარააში. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სირიის სამხედრო ძალებმა ჭურვები დაუშინეს დარაას ცენტრში მდებარე მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიას, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ტანკები და ვერტმფრენები, კონტროლი დაამყარეს შენობაზე, მოკლეს, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. საქმე ეხება ომარის მეჩეთს, რომელსაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე დემონსტრანტები აკონტროლებდნენ მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ დარააში რამდენიმე დღის წინ წამოიწყო მასშტაბური ოპერაცია. სირიის უფლებადამცავი ორგანიზაციები კი ავრცელებენ ინფორმაციას რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დარააში, პარასკევს გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით, რომ უშიშროების ძალებმა, სულ ცოტა, 60 ადამიანი დახოცეს. საპროტესტო გამოსვლები იმართება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG