Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიურმა ლიდერმა ირანის პოლიტიკოსები გააფრთხილა


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გააფრთხილა პოლიტიკოსები, ნუ იმოქმედებენ მტრული სახელმწიფოების სახეიროდ არჩევნების შემდგომი კრიზისის დროს. ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას წარმოთქმულ სიტყვაში, ხამენეიმ ბრალი დასდო უცხო ქვეყნებს, სადავო არჩევნების შემდგომ ძალადობაში მონაწილეობაში. მანამდე, ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, მოჰამად ხათამიმ მოწოდება გამოთქვა, ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ, რათა ბოლო მოეღოს კრიზისს. ოპოზიციის მომხრეები თვლიან, რომ 12 ივნისის არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის სასარგებლოდ.
XS
SM
MD
LG