Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიამ ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით მიმართა


ისლანდიამ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროპის კავშირს ამ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ. ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოსურ სკარპჰედინსონმა შესაბამისი დოკუმენტი სტოკჰოლმში გადასცა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კარლ ბილდტს. გასულ კვირაში ევროპის კავშირში შესვლას მხარი დაუჭირა ისლანდიის პარლამენტმა. ახლა ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ, რაც 2011 წლის ბოლომდე ვერ მოხდება. თუ ევროკავშირი ისლანდიის განაცხადს დადებითად უპასუხებს, ამ ქვეყნის მიღება 2013 წელს გაფორმდება.
XS
SM
MD
LG