რომის პაპი ბენედიქტე მე-16 დღეს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ჩეხეთის რეპუბლიკას. პრაღაში ჩასვლისას წარმოთქმულ სიტყვაში მან მაღალი შეფასება მისცა აღმოსავლეთ ევროპაში "მჩაგვრელი რეჟიმების" დაცემას. მაგრამ, მისი თქმით, ორგანიზებული რელიგიის მიმართ უნდობლობა ჯერაც რჩება ღრმად ფესვგამდგარ პრობლემად ჩეხეთის რესპუბლიკაში და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. პაპი ჩეხეთის პრეზიდენტს, ვაცლავ კლაუსს ხვდება. როგორც იტყობინებიან, პაპის ვიზიტისას არ იქნება ოფიციალურად განხილული პოლიტიკურად მგრძნობიარე ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკის ხელშეკრულება ვატიკანთან, რომელიც ჯერაც არ არის დამტკიცებული.
ყველაზე პოპულარული
1