Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგის არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა


როგორც ეგზიტ პოლები აჩვენებს, კონსერვატორებმა კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, როგორც ჩანს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის არჩევნებში საკმარისი ხმები მოიპოვეს საიმისოდ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა შექმნან მათთვის სასურველ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ერთად ხმების დაახლოებით 48 პროცენტი დააგროვეს, რაც, გერმანიის სარჩევნო სისტემის მიხედვით, საკმარისია ბუნდესტაგში უმრავლესობის მოსაპოვებლად. ეს საშუალებას მისცემს მერკელს, დაასრულოს ე.წ. დიდი კოალიცია თავის მთავარ მეტოქესთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უდგას სათავეში. დიდი კოალიცია 2005 წლის არჩევნების შედეგად შეიქმნა. ეგზიტ პოლების მიხედვით, სოციალ-დემოკრატებმა ხმების დაახლოებით 23 პოცენტი მოაგროვეს. ეს მათი ყველა დროის ყველაზე უარესი მაჩვენებელია საყოველთაო არჩევნებში. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ ბუნდესტაგში მოხვდა 28-დან მხოლოდ ხუთი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები, მწვანეები და მემარცხენე პარტია.
XS
SM
MD
LG