Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო მისმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წამოყენებული პარტია "ბატკივშჩინის" ყრილობაზე, რომლის ლიდერიც არის ის. დამოუკიდებლობის მოედანზე გამართულმა ყრილობამ 200 ათას ადამიანს მოუყარა თავი, განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, პარტიაში ტიმოშენკოს მოადგილემ, ალექსანდრ ტურჩინოვმა. პარასკევს ოპოზიციურმა რეგიონების პარტიამ თავისი ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი წამოაყენა პრეზიდენტობის კანდიდატად. როგორც ვარაუდობენ, იანუკოვიჩი და ტიმოშენკო მთავარი მეტოქეები იქნებიან 17 იანვრისთვის დანიშნულ არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG