Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში 5000 პოლიციელი იზრუნებს ადგილობრივი არჩევნების უსაფრთხოებაზე


კოსოვოს პოლიცია უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზე ზრუნავს კვირის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე ინციდენტის, მათ შორის აფეთქებით მუქარის შემდეგ. პოლიციის პრეს-მდივან ბაკი კელანის განცხადებით, ნატოს მშვიდობისდამცველებს სთხოვეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ოფისთან ნაპოვნი ხელყუმბარის გაუვნებელყოფა. ხვალ გაიმართება პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც კოსოვომ გასულ წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და პირველი არჩევნები, ორგანიზებული კოსოვოს ხელისუფლების მიერ.
XS
SM
MD
LG