Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზინისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო იყო


სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ 6 მაისის მიტინგის დარბევის დროს რეზინისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო იყო. ტუღუშმა აღნიშნა ისიც, რომ ამ ტყვიების შედეგად მომიტინგეებმა ძლიერი დაზიანებები მიიღეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი თვალი დაკარგა. გიორგი ტუღუშმა გააკრიტიკა ის საკანონმდებლო ცვლილებაც, რომლის მიხედვით 17 ივლისიდან არალეტალური იარაღის – რეზინისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენება დაკანონდა. სახალხო დამცველის აზრით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები გარკვეულწილად ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც და ადამიანის უფლებათა ქარტიასაც.
XS
SM
MD
LG