Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გაათავისუფლეს საპატიმროში მყოფი საქართველოს მოქალაქეები


ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გათავისუფლა იქ დაკავებული ორი მოზარდი. მათთან ერთად გაუშვეს ასევე კიდევ ერთი, 17 წლის პირი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, თომას ჰამარბერგმა უთხრა ჟურნალისტებს. დე ფაქტო მმართველმა, ედუარდ კოკოითიმ, საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს იყო „კეთილი ნების ჟესტი“. ნოღაიდელის თანახმად, გადაწყვეტილება ამ პირების განთავისუფლების შესახებ მოსკოვში იქნა მიღებული.
XS
SM
MD
LG