Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის არჩევნების პირველ ტურში სოციალ-დემოკრატი და დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობენ


ეგზიტ-პოლების მონაცემების თანახმად, ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ივო იოსიპოვიჩი, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია სოციალ-დემოკრატებიდან და ზაგრების მერი მილან ბანდიჩი. ეგზიტ-პოლების თანახმად, დღეს გამართულ პირველ რაუნდში იოსიპოვიჩმა ხმების 32.7 პროცენტი მოიპოვა, ბანდიჩმა კი 14.1 პროცენტი. მმართველი პარტიის, კონსერვატორული ორიენტაციის დემოკრატიული გაერთიანების კანდიდატი ანდრია ჰებრანგი ხმათა 12.1 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა. ხორვატები პოპულარული ცენტრისტის, სტიპე მესიჩის შემცვლელს ირჩევენ. მესიჩს მეორე ხუთწლიანი ვადა თებერვალში ეწურება. პირველი ოფიციალური შედეგები ადგილობრივი დროით შუაღამისას უნდა გამოქვეყნდეს.
XS
SM
MD
LG