Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ივო იოსიპოვიჩმა გაიმარჯვა


ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ივო იოსიპოვიჩმა. ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. საარჩევნო კომისიის განცხადებით, იოსიპოვიჩს, რომელსაც პირობა აქვს დადებული, რომ გაააქტიურებს ანტიკორუფციულ ძალისხმევას ხორვატიაში, ხმების 60,3 პროცენტი ერგო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, კვირას გამართულ ტურში. მისმა მეტოქემ, ზაგრების მერმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა მილან ბანდიჩმა ხმების 39,7 პროცენტი მოიპოვა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მომხრეების წინაშე გამოსვლისას, 52 წლის იოსიპოვიჩმა პირობა დადო, რომ "უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებს კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულს“, რათა ხელი შეუწყოს ხორვატიის ევროკავშირთან მოლაპარაკების დასრულებას ამ ბლოკში გაწევრიანებაზე და ევროკავშირში 2012 წლისთვის გაწევრიანებას. „მტკიცედ მჯერა, რომ ყველს გვსურს, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც შრომა ფასდება, ხოლო დანაშაული ისჯება - სოციალურად სამართლიან ქვეყანაში“, განაცხადა იოსიპოვიჩმა, რომელიც სამართლის პროფესორია. ის თებერვალში ჩაენაცვლება მოქმედ პრეზიდენტ სტიპე მესიჩს, მისი მმართველობის მეორე 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG