Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასმა ბრალი დასდო ისრაელს ორგანიზაციის მებრძოლი ფრთის ხელმძღვანელის მკვლელობაში


რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა ბრალი დასდო ისრაელის სპეცამსახურებს დაჯგუფების მებრძოლი ფრთის ხელმძღვანელის მაჰმუდ ალ-მაბუჰის მკვლელობაში. ჰამასის ცნობით, ალ-მაბუჰი 20 იანვარს, დუბაიში, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ბრალდებას არ გამოხმაურებიან არც ისრაელი და არც პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობა.
XS
SM
MD
LG