Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ბაზრობისა და სუპერმარკეტების მოვაჭრეები გაიფიცნენ


ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე დღეს დილიდან გაიფიცა. მოვაჭრეებმა აქცია საგადასახადო სამსახურის რეგიონალური სამმართველოს შენობასთნ გამართეს. მათი თქმით, გაფიცვა დაკავშირებულია საგადასახადო ცვლილებასთან, რომელიც ძალაში პირველ თებერვალს შევიდა. ცვლილების თანახმად, მოვაჭრეს ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1 000 ლარით, შემდგომი კი 10 000 ლარით განისაზღვრება.
XS
SM
MD
LG