Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს ოსური მხარისგან მოითხოვს მალხაზ ახვლედიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას


საქართველოს შსს-მ დაადასტურა, რომ 31 იანვარს ოკუპირებულ ცხინვალთან მოსაზღვრე სოფელ ნიქოზთან დააკავეს ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებით, მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს შემთხვევით გადაკვეთენ, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. შესაბამისად, საქართველოს შსს ოსური მხარისგან მოითხოვს, უკანონო პატიმრობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლოს მალხაზ ახვლედიანი, რომელიც სოფელ ნიქოზში ნათესავებს სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG