Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ჩიხიდან სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების შედეგად უნდა გამოვიდეს


საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ჩიხიდან სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების შედეგად უნდა გამოვიდეს - ამის შესახებ დღეს განაცხადა “ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც მიუნხენში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ალასანიას ცნობით, ლავროვთან შეხვედრა ადგილზე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა. ”ჩემი მხრიდან ნათლად ითქვა, რომ აუცილებელია 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაცია. ამან, ბუნებრივია, აზრთა სხავადასხვაობა გამოიწვია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობა დაფიქსირდა,” - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. მისივე შეფასებით, რუსეთთან ურთიერთოება პირველ ყოვლისა, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში უნდა აღდგეს, უსაფრთხოების ევროპული სტურუქტურების მონაწილეობით კი, საუბარი რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე უნდა დაიწყოს. “ორმხრივ ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილებისთვის ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება უნდა ესაუბროს, ამიტომ, ბატონ ლავროვს ვუთხარი, რომ პოზიცია - საქართველოს ხელისუფალს არ დაველაპარაკები - არასწორია” - განაცხადა ალიანსის ლიდერმა. მისივე თქმით, ლავროვთან შიდა პოლიტიკის საკითხებზე არ უსაუბრია, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს საქმეა.
XS
SM
MD
LG