Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი კოვალიოვი 80 წლისაა


სერგეი კოვალიოვი
სერგეი კოვალიოვი
დღეს 80 წელი შეუსრულდა ცნობილ რუს უფლებადამცველს, საბჭოთა პერიოდის დისიდენტ სერგეი კოვალიოვს. დღეს კოვალიოვმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი უწოდა მისი გუნდის წარმატებულ მოლაპარაკებას 1995 წელს ჩეჩენთა სამხედრო ლიდერ შამილ ბასაევთან, გაეთავისუფლებინა სამოქალაქო პირები, რომლებიც ბასაევის მებრძოლებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი ქალაქ ბუდიონოვსკის საავადმყოფოში. კოვალიოვი 1930 წელს დაიბადა უკრაინაში, საბჭოთა კავშირში 1960 წელს დააარსა უფლებადამცველთა იატაკქვეშა მოძრაობა. 1975 წელს ის ანტისაბჭოთა პროპაგანდაში დამნაშავედ სცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 90-იანი წლების დასაწყისში კოვალიოვი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს. ის 2003 წლამდე იყო სათათბიროს წევრი. კოვალიოვი წინააღმდეგობას უწევდა ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო კამპანიებს და, პირველი ომის დროს, ჩეჩნეთში ჟურნალისტად მუშაობდა. 90-ანი წლების შუა პერიოდში სერგეი კოვალიოვი ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა კომისიას, მაგრამ 1996 წელს გადადგა მას ეშმდეგ, რაც პრეზიდენტი ბორის ელცინი დემოკრატიული პრინციპების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. 2009 წლის ოქტომბერში კოვალიოვს, სხვა რუს უფლებადამცველებთან ერთად, მიენიჭა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, „სახაროვის სახელობის პრემია“.
XS
SM
MD
LG