Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას ინციდენტი მოჰყვა


მცირე ინციდენტი მოხდა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან, სადაც ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა და სამინისტროს თანამშრომელთა უთანხმოება შენობაზე გამოკრული პოლიტპატიმრების ფოტოების ჩამოხევას მოჰყვა. ამ ინციდენტის გამო, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მომავალ ხუთშაბათს ანალოგიურ აქციას კვლავ ამ სამინისტროსთან გამართავენ. კონსერვატორ კახა კუკავას განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ფოტოები არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან და არც ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან არავის ჩამოუხევია. ეროვნულმა საბჭომ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისგან მისი თანამშრომლების მოქმედების გამო, ბოდიშის მოხდა 24 სათის განმავლობაში მოითხოვა.
XS
SM
MD
LG