Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს მოელიან საპარლამენტო არჩევნების ყველა ხმის დათვლის შედეგების გამოცხადებას


ერაყის საარჩევნო კომისიის ცნობით, ის დღეს გამოაცხადებს 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების ყველა ხმის დათვლის შედეგებს. კომისიის პრეს-მდივანმა მოჰამედ ალ-აჰმადიმ როგორც თქვა, შედეგებს პარასკევს საღამოს გამოაცხადებენ. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც სააჩრევნო ბიულეტენების 95 პროცენტის დათვლას ეფუძნება, დაახლოებით ერთნაირი შედეგები აქვთ პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის ბლოკსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აიად ალავის კოალიციას.
XS
SM
MD
LG