Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თარგამაძე დაუსრულებელ კონსულტაციებს დროის ფუჭად კარგვად აფასებს


ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. მისი ლიდერი გიორგი თარგამაძე კანდიდატებთან დაკავშირებული დაუსრულებელი კონსულტაციებისკენ მოწოდებას დროის ფუჭად კარგვად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს. ოპოზიციის კონსულტაციებში მონაწილეობას დათანხმდა თბილისის მერობის კანდიდატი, ”მრეწველთა” პარტიის ლიდერი გოგი თოფაძე. მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის გაერთიანება ამ ეტაპზე რთულად მისაღწევია, თუმცა, შეთანხმების შემთხვევაში მზად არის მხარი ერთიან კანდიდატს დაუჭიროს.

XS
SM
MD
LG