Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ


წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები ერთ დღეს, 4 აპრილს აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სადღესასწაულო მსახურება შესრულდა კათოლიკურ ეკლესიებშიც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღამისთევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდა. ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა ჩამოიტანა. მსახურების დასრულების შემდეგ ეკლესიებში პასქები და წითელი კვერცხები აკურთხეს. რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ მრევლს რამდენიმე ენაზე მიულოცა ქრისტეს აღდგომა, მათ შორის ქართველებსაც მიმართა: "ქრისტე აღდგა!"
XS
SM
MD
LG