Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა თურქეთს მოუწოდა დააჩქაროს სომხეთთან შერიგების პროცესი, რომელიც ჩიხშია მოქცეული.


ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარმა, სტეფან ფულემ დღეს მოუწოდა თურქეთს, დააჩქაროს სომხეთთან შერიგების პროცესი, რომელიც ჩიხშია მოქცეული. დღეს ერევანში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ფულემ თქვა, რომ მეზობლებს შორის კარგი ურთიერთობები ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. მისი თქმით, ევროკავშირი შეეცდება, მხარეებს ჩიხიდან გამოსვლაში დაეხმაროს. სომხეთმა და თურქეთმა ოქტომბერში ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრების გახსნის თაობაზე შეთანხმებას. ორ ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მტრული ურთიერთობა აქვს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების ხოცვა-ჟლეტაში იღებს დასაბამს. დაბრკოლებულია პარლამენტების მიერ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს შეთანხმების პირობების შეცვლის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG