Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას განცხადებით, ამ ეტაპზე პოზიციათა თანხვედრაა სალომე ზურაბიშვილთან


„ალიანსმა საქართველოსთვის“ დაასრულა კონსულტაციები თვითმმართველობის არჩევნების თემაზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან და განაგრძობს საარჩევნო კამპანიას. ბოლო ხანს ერთიან კანდიდატებზე შესათანხმებლად, ალიანსის თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი კონსულტაციებს აწარმოებდა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” ლიდერთან ლევან გაჩეჩილაძესთან. „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც დღეს აშშ-დან თბილისში დაბრუნდა, კონსულტაციები გამართა პოლიტიკური გაერთიანების სხვა წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პოზიციათა თანხვედრაა სალომე ზურაბიშვილთან, ხოლო დანარჩენ ძალებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG