Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ ღამეს ბიშკეკში არეულობის გამო ათეულობით ადამიანი დაშავდა


ყირგიზეთის დედაქალაქში დაახლოებით 70 ადამიანი დაშავდა გასული ღამის არეულობის დროს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მაროდიორობის ახალი შემთხვევებისა და შეიარაღებული შეტაკებების შესახებ იუწყება. ბოლო მონაცემებით, ყირგიზეთში არეულობას 76 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს დაღუპულთა დაკრძალვა იწყება. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული დაღუპულის ოჯახს 20 ათას დოლარს მიცემენ. ხელისუფლებამ მოქალაქეებისგან ფულადი შემოწირულობების შეგროვება დაიწყო. 9-10 აპრილი ყირგიზეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG