Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მკვლელობის დაგეგვმაში მონაწილეობის ბრალდებით იტალიელები დააკავეს


3 იტალიელი მედიცინის მუშაკი და 6 ავღანელი პირი დააკავეს ავღანეთის სამხრეთში, პროვინციის გუბერნატორის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობის ბრალდებით. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ განცხორციელდა, რაც ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰში მოქმედ ერთ-ერთ საავადმყოფოში თვითმკვლელი მოიერიშეების დანაღმული ქამრები და იარაღი აღმოაჩინეს. საავადმყოფოს მილანში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაკები ამუშავებენ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები უდანაშაულოები არიან. ამასთან, ორგანიზაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ დაკავებულებთან სატელეფონო კავშირის დამყარების საშუალებას არ აძლევენ, ავღანეთის მთავრობა კი არ იძლევა ახსნა-განმარტებას დაკავების მიზეზებზე.
XS
SM
MD
LG