Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის შემდეგ არსებულ ვითარებას მათიაშ ეორში სწავლობს


აგვისტოს ომის შემდეგ არსებული ვითარებისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების პროცესის შესაფასებლად, საქართველოში ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები იმყოფებიან. დელეგაციას მათიაშ ეორში ხელმძღვანელობს. დღეს ასამბლეის მომხსენებლები არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ხუთდღიანი ვიზიტისას მონიტორინგის კომიტეტის წევრები აგვისტოს ომის შედეგად დევნილებს შეხვდებიან და ცხინვალში, სოხუმსა და გალში გაემგზავრებიან.
XS
SM
MD
LG