ვარშავაში, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის და პოლონეთის მთავრობის წევრთა დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები, რომლებსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი ვარშავაში გაემგზავრება ვაშინგტონიდან, სადაც 12-13 აპრილს ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სამიტს დაესწრება. სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს, შვეიცარიის და ფინეთის პრეზიდენტებს და ჩეხეთის და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.
ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია
ყველაზე პოპულარული
1