Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვის თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ


პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, რომელიც რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, შაბათს დაკრძალავენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელ იაცეკ სასინის განცხადებით, ოფიციალური პირები შაბათისთვის გეგმავენ დაკრძალვის ცერემონიას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, პოლონეთში მანამდე გადაასვენებენ თუ არა ავიაკატასტროფის შედეგად ყველა დაღუპულის ცხედრებს. 96 დაღუპულს შორის, პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, მისი მეუღლეც არის. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც აპირებს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას. დღეს რუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. რუსი გამომძიებლები ავიაკატასტროფის მიზეზად მფრინავის შეცდომას ვარაუდობენ. კაჩინსკი და მისი დელეგაცია რუსეთში მიემგზავრებოდნენ, რათა დასწრებოდნენ 1940 წელს კატინში ათასობით პოლონელის დახოცვის მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას.
XS
SM
MD
LG