Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურმანბეკ ბაკიევი მზად არის, გადადგეს


ყირგიზეთის პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ მზად არის გადადგეს იმ შემთხვევაში, თუკი მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. ქვეყნის სამხრეთში, ჯალალაბადის რეგიონის სოფელ ტეიტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბაკიევმა თქვა, გადავდგები, თუკი მე და ჩემს ნათესავებს უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემენო. ამასთან, ბაკიევმა თვითგამოცხადებული მთავრობის ლიდერი როზა ოტუნბაევა თავისთან მიიწვია მოლაპარაკების გამართვის მიზნით. ბაკიევმა დასძინა, რომ მისი ძალის გამოყენებით დაკავებას თუ შეეცდება, ოტუნბაევას არაფერი გამოუვა. ბაკიევის ამ განცხადებებამდე ქვეყნის თვითგამოცხადებულმა დროებითმა მთავრობამ მას დღის ბოლომდე მისცა დრო ჩაბარებისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაპატიმრებით დაემუქრნენ. ბაკიევი ჯალალაბადში ბიშკეკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს 7 აპრილს ცეცხლი გაუხსნეს. ძალადობას 80-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG