Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტორო გამოეხმაურა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის ფაქტს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორო გამოეხმაურა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის ფაქტს. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია წერილი, რომელშიც უდანაშაულო მოქალაქის მკვლელობა აღმაშფოთებელ მოვლენად არის შეფასებული. ”საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების ფონზე, რომელიც გამყარებულია მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებში ორი ქვეყნის ინტერესების სრული თანხვედრით, ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული მოსამსახურეების მიერ უდანაშაულო მოქალაქის მკვლელობა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მეგობრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებურად მოხვედრილი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქე, პირდაპირი გასროლის მსხვერპლი არ უნდა ხდებოდეს”. ამავე წერილში სამინისტრო მოითხოვს, რომ მომხდარი შემთხვევა სრულფასოვნად და დროულად გამოიძიონ და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. 2010 წლის 13 აპრილს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე, სოფელ ერისიმედის მცხოვრები, 17 წლის იბრაგიმ გაორგაშვილი, რომელიც დაკარგული საქონლის ძებნის დროს, უნებურად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეზე აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG