Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა მიწისძვრის ზონა მოინახულა


ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ვენ ძიაბაო, ჩავიდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, მთიან რეგიონში, სადაც ოთხშაბათს 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პრეზიდენტმა ჰუ ძიაბაომ გადაწყვიტა მოწინავე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სამიტში მონაწილეობის მიზნით ბრაზილიაში ვიზიტი შეწყვიტოს და შინ დაბრუნდეს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ბევრი კვლავ ნანგრევებშია დამარხული და მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ათასობით ადამიანი დაშავდა და უსახლკაროდ დარჩა.
XS
SM
MD
LG