Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას გეგმა, ჩაფრინდეს პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე, ძალაში რჩება, თუმცა აკვირდებიან ისლანდიის ვულკანის ფერფლს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კვლავინდებურად აპირებს პოლონეთში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასვლას, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ფერფლის უზარმაზარი ღრუბლების მიუხედავად. თეთრი სახლის პრეს-მდივან ბილ ბარტონის განცხადებით, გეგმა ძალაში რჩება. ბარტონის თქმით, ის ესაუბრა შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებიან ვითარებას ისლანდიაში. ვულკანის ამოფრქვევა იქ ოთხშაბათს დაიწყო. ამის შედეგად გაჩენილმა ფერფლმა ჩრდილოეთ ევროპის დიდ ნაწილში საჰაერო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. გეგმის მიხედვით, ობამა შაბათს უნდა გაფრინდეს კრაკოვში, სადაც მომდევნო დღეს დაესწრება დაკრძალვის ცერემონიას.
XS
SM
MD
LG