Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენა შეჩერებულია გაურკვეველი ვადით


თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენა შეჩერებულია გაურკვეველი ვადით. ქართული ავიაკომპანიები ვარშავის, ლონდონის, მიუნჰენის, პრაღის, ვენის, პარიზის, რიგის და ვენის მიმართულებით ფრენებს ვეღარ ახორციელებენ. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვაცნობეს, კიევის მიმართულებით ფრენა იგვიანებს და გაურკვეველია შესრულდება თუ არა. დასავლეთის ფრენებისგან განსხვავებით შეუფერხებლად ხორციელდება ფრენები აღმოსავლეთის მიმართულებით. ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავების მიმოსვლა რამდენიმე დღეა რაც შეჩერებულია.
XS
SM
MD
LG