Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ავიაკომპანიები და მთავრობები განაგრძობენ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის სავარაუდო დროის გამოცხადებას


ევროპის საჰაერო სივრცის უდიდესი ნაწილი მთლიანად ან ნაწილობრივ პარალიზებულია ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩენილი ფერფლის ღრუბლის გამო. ევროპის ავიაკომპანიები და ევროპის ქვეყნების მთავრობები განაგრძობენ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის სავარაუდო დროის გამოცხადებას. გერმანიის „ლუფტჰანზა“ უკვე დღეს საღამოსვე გეგმავს ფრენის უფლების გაცემას. დანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამაღამ ვარაუდობენ თვითმფრინავების მიმოსვლის აღდგენას. ფინეთი ორშაბათს აპირებს აეროპორტების გახსნას. ასევე იტყობინებან, რომ საჰაერო სივრცე ჩაკეტა ბულგარეთმა. ამასობაში ისლანდიელი ვულკანოლოგები იუწყებიან, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის ინტენსივობა იზრდება.
XS
SM
MD
LG