მოსკოველი გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ შრომითი მიგრანტების საერთო საცხოვრებლის აფეთქებასთან, რომელიც შაბათს ღამით მოხდა, სკინჰედებს შეიძლება ჰქონდეთ კავშირი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით, იტყობინება პროკურატურის წარმომადგენელი სერგეი მარჩენკო. აფეთქება მოაწყო ორმა უცნობმა, რომლებმაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები შეაგდეს საერთო საცხოვრებლის ფანჯრებში. მარჩენსკოს თქმით, მსუბუქად დაშავდა სამი მუშა და დაზიანდა შენობა.
ყველაზე პოპულარული
1