Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი ”ნიუ იორკ ტაიმსის” სტატიაში უზუსტობაზე აცხადებს


აშშ თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების გუნდს იანვარში გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც გეიტსის თანახმად, ირანთან და მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ”შემდეგი ნაბიჯებია” ასახული. გეიტსის უწყების წინადადებები უკავშირდება აშშ-ს მიერ თავდაცვის დაგეგმვის პროცესს ირანთან მიმართებით. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არასწორი იყო შაბათის ”ნიუ იორკ ტაიმსის” სტატია, სადაც გეიტსის მემორანდუმი თეთრი სახლის მიმართ "გამოფხიზლებისკენ” მოწოდებად შეფასდა.
XS
SM
MD
LG