Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, შეიძლება, ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცეს


მოსკოვის სასამართლომ კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ტარიელ მულუხოვის, იგივე ტარიელ ონიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მას და კიდევ ორ პირს, სერგო აბუთიძეს და ალექსეი ზუბარევს ნახევარი მილიონი დოლარის გამოძალვის მიზნით მოსკოველი ბიზნესმენის ჯონი მანაძის გატაცებაში ადანაშაულებენ. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, დღევანდელ პროცესზე სამივე განსასჯელმა ბრალდება უარყო. ტარიელ ონიანის დაპატიმრების ორდერი გაცემულია ესპანეთშიც, სადაც მას ე.წ. რუსული მაფიის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ. წინასწარი ინფორმაციით, მოსკოვში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რუსეთი ონიანს ესპანეთს გადასცემს.
XS
SM
MD
LG