Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი:რუსეთმა შეძლო გლობალური კრიზისის ყველაზე უარესი შედეგებისთვის თავის არიდება


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება „სულაც არ არის კარგი“, რუსეთმა შეძლო გლობალური კრიზისის ყველაზე უარესი შედეგებისთვის თავის არიდება. სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა გააზრებული საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის თხოვნას და ფინანსური დამოუკიდებლობის დაკარგვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკამ დიდი დარტყმა განიცადა კრიზისის გამო და 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 7,9 პროცენტით შემცირდა, მას დახმარება არ უთხოვია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის.
XS
SM
MD
LG