Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: აჰმადინეჟადი ობამასთვის "საკმაოდ გულწრფელი" წერილის გაგზავნას აპირებს


ირანი აცხადებს, რომ წერილი, რომლის გაგზავნასაც აპირებს პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის, „საკმაოდ გულწრფელია“. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადენლის, რამინ მეჰმანპარასტის თქმით, „წერილი შეიცავს შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის რჩევას, თავი შეიკავოს ძველი პოლიტიკისგან და ამის ნაცვლად „სწორი მიდგომა“ შეიმუშაოს. აჰმადინეჟადმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მოამზადა ობამასადმი წერილი, რომლის შინაარსი მალე გამოქვეყნდება. თეირანს და ვაშინგტონს დიპლომატური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, როცა ისლამისტმა სტუდენტებმა თეირანში შეერთებული შტატების საელჩო დაიკავეს.
XS
SM
MD
LG