Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჯარისკაცებმა ოთხი უიარაღო ავღანელი მოკლეს


ნატოს განცხადებით, მისმა ჯარისკაცებმა ესროლეს ავტომანქანას, რომელიც უახლოვდებოდა მათს ბადრაგს აღმოსავლეთ ავღანეთში. სროლის შედეგად ოთხი უიარაღო ავღანელი დაიღუპა. ინციდენტი, რომელიც ორშაბათს საღამოს მოხდა, მალევე დაგმო ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ. ნატოს ცნობით, მოკლულებიდან ორი პირი - მეამბოხე აღმოჩნდა, თუმცა კარზაი და პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებენ, რომ ყველა მოკლული სამოქალაქო პირი იყო.
XS
SM
MD
LG