Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ყირგიზეთის დროებით მთავრობას


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა დღეს გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება გაუწიოს ყირგიზეთის დროებით მთავრობას, თუ ის დემოკრატიის გზას დაადგება. ამ შინაარსის განცხადება ეშტონმა სტრასბურში, ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. ეშტონის თქმით, დროებით მთავრობას უნდა ჰქონდეს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ, დემოკრატიულ წყობასა და კანონის უზენაესობას. როგორც ეშტონმა განაცხადა, ევროკავშირს სურს, რომ ყველა პარტიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ეძლეოდეთ ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ახალი კონსტიტუციის პროექტის შესამუშავებლად, მის შესახებ რეფერნდუმის ჩატარებამდე.
XS
SM
MD
LG