Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო უარყოფს განცხადებას „მეამბოხეების“ მოკვლის თაობაზე


ნატომ უარყო თავისივე განცხადება, რომ ორი შეუიარაღებელი ავღანელი, რომლებიც მიმდინარე კვირაში ალიანსის ძალებმა დახოცეს, მეამბოხეები იყვნენ. ორშაბათს აღმოსავლეთ ავღანეთში ნატოს ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც მათ ბადრაგს მიუახლოვდა და ოთხი ადამიანი დახოცეს. თავიდან ნატომ განაცხადა, რომ მოკლულთაგან ორნი „ცნობილი მეამბოხეები“ იყვნენ - თუმცა დღეს თქვა, რომ ეს განცხადება არასწორი იყო. ნატოს განცხადებით, ამ ორი პირის თითის ანაბეჭდები დაემთხვა სამხედრო მონაცემთა ბაზაში არსებულს - თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი მეამბოხეები იყვნენ. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და მოკლულთა ნათესავების თქმით, გარდაცვლილები სამოქალაქო პირები იყვნენ.
XS
SM
MD
LG