ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოუწოდებს აზერბაიჯანს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი გაზეთის რედაქტორი აინულა ფატულაევა და გადაუხადოს მას კომპენსაციის სახით 25 ათასი ევრო. სტრასბურგში არსებულმა სასამართლომ დღეს დაასკვნა, რომ აზერბაიჯანმა ხელყო ფატულაევას უფლებები აზრის თავისუფლად გამოხატვის და სამართლიანი სასამართლოს მხრივ. ფაიტულაევა 2007 წელს დააპატიმრეს სომხეთის სამხედრო ნაწილების მიერ 1992 წელს მოკულული აზერბაიჯანელი მოქალქეების შეურაცხყოფის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და გადასახადების დამალვის ბრალდებით. სტარსბურგის სასამართლოში აზერბაიჯანის წარმომადგენლის, ჩინგიზ ასგაროვის თქმით, ბაქო ადამიანსი უფლებათა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ყველაზე პოპულარული
1