Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დახმარებას ჰპირდება საქართველოს რადიოაქტიული ნივთიერებების მოძიების საქმეში


შეერთებული შტატები დახმარებას ჰპირდება საქართველოს მის ტერიტორიაზე შეტანილი რადიოაქტიული ნივთიერებების მოძიებისა და ამოღების საქმეში. ხუთშაბათს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ფილიპ კრაულიმ განაცხადა, რომ აშშ და საქართველო ამ სფეროში ერთმანეთთან თანამშრომლობენ. „ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, - თქვა კრაულიმ. - და, გარკვეულწილად, მარტო შეერთებულ შტატებს კი არა, საერთაშორისო თანამეგობრობასაც შეუძლია, თბილისს დახმარება აღმოუჩინოს, რათა გაიზარდოს ამ უკანასკნელის უნარი, აღკვეთოს რეგიონში გამდიდრებული ურანის მოძრაობა. დიდი სამუშაო ჩავატარეთ, რათა ქართველებს საკუთარი საზღვრების უკეთ დაცვა შეძლებოდათ. მაგრამ, ცხადია, გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით დავადგინოთ, კიდევ რა სახის დახმარება ესაჭიროება საქართველოს.“ ოთხშაბათს, ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მარტში მისმა ხელისუფლებამ აღკვეთა მაღალგამდიდრებული ურანის გაყიდვის ცდა.
XS
SM
MD
LG