ერევანში ათიათასობით ადამიანმა ყვავილებით შეამკო მემორიალი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. მემორიალთან გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მიერ სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის „გენოციდად“ აღიარება გარდაუვალია. რადიო "თავისუფლების" სომხური სამსახურის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი განმარტავს, რატომ აღინიშნება სომხების მიერ „სომეხთა გენოციდის დღე“ 24 აპრილს: „24 აპრილი სომხებისთვის სიმბოლური დღეა. 1915 წლის 24 აპრილს თურქეთის პოლიციამ 200 სომეხი ინტელექტუალი დააპატიმრა - მოგვიანებით ისინი დახოცეს. შესაბამისად, ეს სომეხთა გენოციდისთვის სიმბოლურ დღედ იქცა. თუმცა, როგორც იცით, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და დეპორტაციები უფრო ადრე დაიწყო და შემდეგაც გაგრძელდა. 24 აპრილი მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხებისთვის კონსოლიდაციის დღეც არის. როგორც იცით, მსოფლიოს გარშემო თითქმის 10 მილიონი სომეხი ცხოვრობს.“ ანკარა უარყოფს გენოციდის ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ოსმალეთის იმპერიის მკვიდრი სომხები პირველი მსოფლიო ომის დროს უფრო მასშტაბური დაპირისპირების დროის დაიღუპნენ და არა თურქების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგად.
ყველაზე პოპულარული
1