Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ვიცე-პრემიერი რუსეთის სამხედრო ბაზისთვის იჯარის გაგრძელებას აკრიტიკებს


უკრაინის ვიცე-პრემიერი ეკონომიკის საკითხებში, სერგეი ტიგიპკო აკრიტიკებს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზისთვის იჯარის ვადის გაგრძელების თაობაზე. როგორც ტიგიპკომ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთთან ამ საკითხზე შეთანხმებას, ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლოა აზრი ჰქონოდა, მაგრამ იანუკოვიჩს უფრო ღიად უნდა წარემართა მოლაპარაკება. ტიგიპკოს თქმით, „ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებისა და შეთანხმების გაფორმების პროცედურა ის არ არის, რაც უკრაინელ ხალხს სურს“. იანუკოვიჩმა და მისმა რუსმა კოლეგამ, დმიტრი მედვედევმა ოთხშაბათს მოაწერეს ხელი შეთანხმებას რუსეთისთვის სევასტოპოლის პორტის იჯარის გაგრძელების შესახებ იჯარის ამჟამინდელი ვადის 2017 წელს ამოწურვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG