Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეხვედრა გაიმართება


საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი დღეს ვაშინგტონში გამართავენ შეხვედრას საბერძნეთის საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით. მათ უნდა მოილაპარაკონ, რა მოთხოვნებს წაუყენებეს საბერძნეთს მისთვის დახმარების პაკეტის მიწოდების სანაცვლოდ. საფინანსო ინსტიტუტების ეს შეხვედრა უნდა მოჰყვეს საბერძნეთის თხოვნას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი, აამოქმედონ პირველი წლის დახმარების პაკეტი, რომელიც 45 მილიარდ ევროს მოიცავს, დიდი ვალების მქონე საბერძნეთის მთავრობისთვის. როგორც ვარაუდობენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ათენს ეკონომიკური რეფორმის განხორციელებისაკენ მოუწოდებს. რეფორმა საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შეკვეცასაც ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG